რეგულაციები მწეველებისთვის

09 მაისი 2017, 00:00 2960 ნახვა

''საქართველოს მოსახლეობის 34% მწეველია, ყოველწლიურად კი, თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებებით, 11 000 ადამიანი იღუპება'', - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა  განაცხადა. გუგული მაღრაძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა და თამბაქოს კონტროლის შესახებ მიღებულ კანონში შეტანილ ცვლილებებზე ისაუბრა.   დეპუტატის თქმით,   სპეციალური მოსაწევი ოთახები კანონით აიკრძალება, გამონაკლისი კი მხოლოდ საცხოვრებელ სახლებში, 20% სასტუმროებში, პენიტენციალურ სისტემასა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში დაიშვება.

ტურიზმის ინტერესებიდან გამომდინარე, მოწევა ლიცენზირებულ კაზინოებსა და სიგარა ბარებშიც  იქნება შესაძლებელი. კანონის დარღვევის შემთხვევაში, მოქალაქეები  500-დან 2000 ლარამდე თანხით დაჯარიმდებიან. გუგული მაღრაძის  განცხადებით, თამბაქოს რეკლამირება  2019 წლიდან აიკრძალება.

ამავე კატეგორიაში