ფაშიზმზე გამარჯვების დღე

09 მაისი 2017, 00:00 3916 ნახვა

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ბათუმში გმირთა ხეივანში, საზეიმო ღონისძიებაზე,  მოქალაქეები, ვეტერანები და მთავრობის წარმომადგენლები შეიკრიბებიან.  ისინი პატივს მიაგებენ მეორე მსოფლიო ომში  დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

2013 წლიდან ომის ვეტერანები, ტრადიციულად,  გმირთა ხეივანში იკრიბებიან და გამარჯვების დღეს აღნიშნავენ.   ბათუმში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 36 ვეტერანი ცხოვრობს.  ისინი, ასევე,   ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები მერიისგან ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით 300 ლარს მიიღებენ.

თარიღთან დაკავშირებით ღონისძიებებია დაგეგმილი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.  72 წლის წინ, 1945 წლის 9 მაისს მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, მოკავშირეებმა ფაშისტური გერმანია დაამარცხეს. მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. მას დაახლოებით 60 მილიონი ადამიანი შეეწირა, აქედან 20 მილიონი მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. ომში  72 სახელმწიფო მონაწილეობდა, ბრძოლები კი  40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.

 

ამავე კატეგორიაში