ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11-12 მარტის ღამეს დაკავებული ცხრა პირის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. მოსამართლემ დაკავებულები წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ადვოკატების განცხადებით, დაცვის მხარე სადავოდ მიიჩნევს ყველა მტკიცებულებას.
კითხვაზე, ცნობენ თუ არა თავს დამნაშავედ - რვა დაკავებულმა დუმილის უფლება გამოიყენა, ხოლო ერთმა ბრალდება უარყო. დღესვე მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე “ბათუმის აქციის საქმეზე” წინასასამართლო სხდომის ფორმატში კიდევ 8 პირის საქმეს განიხილავს.