ღია კარის დღე ბათუმის აეროპორტში ახალი თანამშრომლების ასაყვანად 

13 მაისი 2025, 13:58 1441 ნახვა
00:00
00:00

ბათუმის აეროპორტში ახალი თანამშრომლების ასაყვანად ხვალ ღია კარის დღეა. ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს წარადგინოს  რეზიუმე, გაიაროს გასაუბრება და გამოხატოს ინტერესი კონკრეტულ პოზიციაზე დასასაქმებლად.    

ამ ეტაპზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ეძებს კადრებს  8 მიმართულებით,  ყველა ვაკანსია სხვადასხვა საკვალიფიკაციო მოთხოვნას ითვალისწინებს.

ღია კარის დღეზე დასაწრებად  და მონაწილეობის მისაღებად არ არის საჭირო წინასწარი რეგისტრაცია.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში