ოფიციალური ვიზიტი შეერთებულ შტატებში

06 მაისი 2017, 00:00 1942 ნახვა

 აშშ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ქვეყნის ბიუჯეტს, რომელიც ერთ ტრილიონ დოლარს შეადგენს. საბიუჯეტო კანონთან ერთად დამტკიცდა საკანონმდებლო აქტი, სადაც საქართველოს შესახებ ცალკე თავშია საუბარი სახელწოდებით „საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია“.

ამ თავში ნათქვამია, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანს დაევალა, 90 დღის ვადაში, კონგრესს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის მიმართებით განხორციელებული ქმედებების შესახებ მოახსენოს.

მანამდე 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი და სპეცსამსახურების დაფინანსების შესახებ საკანონმდებლო აქტი დაამტკიცა ქვეყნის წარმომადგენელთა პალატამ,  რომლის მიხედვითაც ამერიკის ადმინისტრაციას ეკრძალება რაიმე სახის დახმარების გაწევა ქვეყნებისთვის, რომლებიც საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ. ამერიკულ სახელმწიფო უწყებებს ეკრძალებათ ასევე ქმედებები, რომელიც მიმართული იქნება ამ ორი რეგიონის მიმართ რუსული ოკუპაციის მხარდაჭერაზე.

დოკუმენტის მიხედვით, ევროპაში რუსეთის გავლენისა და აგრესიის შესამცირებლად 100 მილიონი დოლარი გამოიყოფა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, პირველად მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების კანონით საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიარება. „ეს არის უპრეცედენტო მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ჩვენი რეგიონების არაღიარების პოლიტიკისადმი" - განაცხადა მინიტრმას

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი