შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი, უკრაინის ელჩს საქართველოში იგორ დოლგოვს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები განიხილეს.
გიორგი მღებრიშვილმა იგორ დოლგოვს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბოლო პერიოდში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები და პროექტები გააცნო, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, ასევე, კრიმინალური პოლიციის რეფორმირების და ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის პროექტები.