დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს

05 მაისი 2017, 00:00 5432 ნახვა

სალონიკში 36 წლის ქართველი ქალი, რომელსაც რამდენიმე დღეა ბერძენი სამართალდამცველები ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. მისი ნათესავი ''მთავართან'' ჰყვება, რომ ის ექიმთან ვიზიტის შემდეგ  გაუჩინარდა.  

ადგილობრივი გამოცემის ინფორმაციით, სამი  შვილის დედის ცხედარი ქალაქის გარეუბანში იპოვეს, მკვლელობაში ბრალდებული კი ბერძენი ექიმია, რომელიც ათენში დააკავეს. ინფორმაციას ადასტურებს საქართველოს საკონსულო საბერძნეთში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საკონსულოს ინტენსიური კომუნიკაცია აქვს ბერძენ სამართალდამცავებთან. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი