საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა

05 მაისი 2017, 00:00 3161 ნახვა

2015 წლის  შედეგებით, ქართველი მოსწავლეების მიღწევები მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში არსებითად ჩამორჩება როგორც მე-4, ისე მე-8 კლასში. კვლევა ორგანიზაცია  TIMSS-მა ჩაატარა. საერთაშორისო ორგანიზაცია  მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა მიღწევებს იკვლევს. კვლევის თანახმად, მეოთხეკლასელ მოსწავლეთა 22% და მერვეკლასელთა 28% მათემატიკაში მინიმალურ ცოდნასაც არ ფლობს;

ბუნებისმეტყველებაში იგივე შედეგი მეოთხეკლასელ მოსწავლეთა 26% და მერვეკლასელთა 30%-ს აქვს. მეოთხე კლასიდან მერვე კლასამდე მოსწავლეთა შედეგები უარესდება. კიდევ ერთი საერთაშორისო კვლევის PISA-ს თანახმად, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში საქართველოს მოსწავლეთა მიღწევის საშუალო მაჩვენებელი დაბალია. მოსწავლეთა ნახევარი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში საბაზო კომპეტენციებს არ ფლობს. 

ამავე კატეგორიაში