ბათუმში იტალიურ ეზოებსა და სარდაფებს სპეციალური ხსნარით წამლავენ

05 მაისი 2017, 00:00 3613 ნახვა

ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის სანიტარული ზედამხედველობის განყოფილება, ქალაქის მასშტაბით, დეზინსექცია-დერატიზაციის პროცესს ახორციელებს. მწერებისა და მღრღნელების გასაუვნებელყოფად ე. წ. იტალიური ეზოებისა და მრავალბინიანი სახლების სარდაფები და ნაგავშემკრები კონტეინერები სპეციალური ხსნარით მუშავდება. შეიწამლება  ღია არხები და დაჭაობებული ტერიტორიებიც. 

პროგრამა მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.  მერიის წარმომადგენლების ინფორმაციით, სამუშაოები უფასოდ ტარდება. ისინი მოუწოდებენ მოსახლეობას, კერძო პირებს შეწამვლის სანაცვლოდ თანხა არ გადაუხადონ. მოსახლეობამ ამ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ცხელ ხაზზე უნდა დარეკოს.

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში