ზურაბ პატარაძე: ვფიქრობ სამუშაოები ადრე უნდა დაწყებულიყო

05 მაისი 2017, 00:00 3382 ნახვა

"ვფიქრობ, სამუშაოები ცოტა ადრე უნდა დაწყებულიყო'' - ასე შეაფასა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ქალაქში შექმნილი საცობი.

დღეს დილიდან, თამარის დასახლებაში საგზაო ნიშნების დახაზვის გამო, ქალაქის მაგისტრალი გადაიკეტა. პიკის საათში, მოქალაქეების ნაწილმა, საცობის გამო ვერ მოახერხა.

"სრულად არაადეკვატური საქციელი, რა დროს გზების დახაზვაა დილის 9 საათზე. ისე აირია მანქანები ერთმანეთში სამი პატრულის ეკიპაჟი მოვიდა და ვერაფერი ვერ უშველა საცობს თამარის დასახლების გამოსასვლელთან. ძლივს მოვედი სამსახურში, რა უბედურებაა. ღამე, რომ დახაზონ არ შეიძლება" - ამბობს მოქალაქე ლია გოგიტიძე, რომელიც თამარის დასახლებაში ცხოვრობს. ​

პატარაძესთან ერთად საცობთან დაკავშირებით კომენტარი ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმაც გააკეთა, მისი თქმით მოსახლეობა გაფრთხილებული იყო სამუშაოების შესახებ. რაც შეეხება დილით მუშაობის დაწყებას, მისი განმარტებით, ეს სპეციალისტების დაჟინებული მოთხოვნა იყო, რადგან დახაზვით სამუშაოებს სპეციალური ტემპერატურა ესაჭიროება.  

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში