მე-12 კლასელები სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს 21 მაისიდან ჩააბარებენ

04 მაისი 2017, 00:00 2427 ნახვა

მე-12 კლასელები სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს 21 მაისიდან ჩააბარებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე ქართულში, როგორც მეორე ენაში და გეოგრაფიაში გამოცდა 21 მაისს ჩატარდება.

მეთორმეტეკლასელები 22 მაისს უცხოური ენებისა და ბიოლოგიის გამოცდებს ჩააბარებენ. 23 მაისს დაგეგმილია ისტორიისა და ფიზიკის გამოცდები, 24 მაისს კი - მათემატიკისა და ფიზიკის. 25 მაისს გამოცდა ქიმიაში ჩატარდება.

ამავე კატეგორიაში