ზონალური საბჭოს სხდომა

03 მაისი 2017, 00:00 2609 ნახვა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან არსებული ზონალური საბჭოს სხდომა თითქმის 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხდომაზე სულ 23 საკითხი განიხილეს. წარმოდგენილი დოკუმენტებით ინვესტორები და მოქალაქეები მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ნებართვის გაცემასა და საზოგადოებრივი ობიექტების მოწყობას ითხოვდნენ.

ზონალური საბჭოს წევრებმა მოთხოვნების ნაწილი დააკმაყოფილეს და პროექტებზე დადებითი პასუხი გასცეს, თუმცა ნაწილზე უარი თქვეს, რამდენიმე ობიექტზე კი საბჭომ  წარმოდგენილი პროექტების დახვეწის რეკომენდაციები გასცა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი ხვალ გახდება. სხდომას არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ბათომის” წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში