თამბაქოს კანონში ცვლილებები შევიდა

03 მაისი 2017, 00:00 2501 ნახვა

პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა თამბაქოს აკრძალვის შესახებ კანონპროექტი. ჩასწორებული რედაქციის თანახმად, თამბაქოს მოწევა აღარ აიკრძალება კაზინოებსა და სიგარ-ბარებში. თუმცა რეგულაციები აქაც წესდება. ინიციატივის მიხედვით, თამბაქოს მოხმარების აკრძალვა იგეგმება ოფისებში.  

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვა 1 წლით გადავადდა. ახალი წესი 2018 წლის 1-ელი მაისიდან ამოქმედდება. გადაწყვეტილება მთავრობასა და პარლამენტს შორის კონსულტაციების შედეგად იქნა მიღებული. დღესვე “ევროპული საქართველოს” წევრებმა კანონპროექტის ალტერნატიული ვერსია წარადგინეს.

ამავე კატეგორიაში