აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, საინფორმაციო-ტურისტულ ცენტრებში ვიზიტორების მატებაა. მათივე ინფორმაციით, ისინი ძირითადათ, მთიანი აჭარის ტურებითა და ტრადიციული სამზარეულოთი ინტერესდებიან.
ხშირია, ფოლკლორის გაცნობისა და გასართობი ტურისტული ობიექტების დათვალიერების მსურველებიც. არატურისტულ სეზონზე ვიზიტორებს აჭარაში 6 ტურისტული საინფორმაციო ცენტრი ემსახურებოდა.