გონიოში ავტოავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

03 მაისი 2017, 00:00 47548 ნახვა

დღეს დილით, გონიოში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ერთის მდგომარეობა კრიტიკულია და გადაყვანილია საავადმყოფოში. 

შემთხვევა დილის 8 საათზე მოხდა, სარფი-გონიოს გზატკეცილზე, სასტუმრო "თემოსთან" ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად "ოპელის" მარკის ავტომობილში მჯდარი ორი მგზავრი ადგილზევე გარდაიცვალა. "მერსედესის" მარკის ავტომობილში მყოფი მძღოლი კი გადაყვანილია საავადმყოფოში.

თვითმხილველები ამბობენ, რომ "მერსედესის" მარკის ავტომობილი 140 კმ.სთ. სიჩქარით მოდიოდა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და "ოპელს" შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური, სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიცია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

ამავე კატეგორიაში