საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს კანადაში გაეცნენ

05 აპრილი 2025, 11:24 208 ნახვა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო კანადაში, ლეიქ-ლუისში, m&i Forum-ში მონაწილეობდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს საქმიანი ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, 30-მდე შეხვედრა შედგა საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან, სადაც საქართველოში მასშტაბური ღონისძიებების, ფორუმებისა და კონგრესების შესაძლო ჩატარების საკითხები განიხილეს.

m&i Forum-ში 100-ზე მეტი დანიშნულების მართვის ორგანიზაცია, სასტუმრო, სხვადასხვა ქვეყნის საკონვენციო ბიურო, ტურიზმის საბჭო, ავიაკომპანია და შეხვედრების ინდუსტრიის სხვა წარმომადგენელი მონაწილეობდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი