სახალხო დამცველი კორცხელისა და ბათუმის ინციდენტებზე

02 მაისი 2017, 00:00 2986 ნახვა

სახალხო დამცველი რიგ შემთხვევებში სამართალდამცავი უწყებების არასათანადო რეაგირებაზე საუბრობს. ამ კონტექსტში უჩა ნანუაშვილის ანგარიშში კორცხელისა და ბათუმის ინციდენტები მოხვდა.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ორივე შემთხვევაში სიტუაციის გამწვავებას ხელი დაგვიანებულმა რეაგირებამ შეუწყო და აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტების პრევენციაზე მეტი რესურსი უნდა იყოს მიმართული.

ამავე კატეგორიაში