“საერთაშორისო გამჭვირვალობა” საკონსტიტუციო ცვლილებებზე

02 მაისი 2017, 00:00 3380 ნახვა

“ოთხი თვე არ არის საკმარისი ვადა, ფუნდამენტური საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავებისთვის, - ამის შესახებ ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შეფასებაზე წარდგენილი კვლევის პრეზენტაციისას განაცხადა.

კონსტიტუციის პროექტში  უარყოფითად ფასდება :პარლამენტის საარჩევნო სისტემა; პრეზიდენტის არჩევის წესი; მთავრობის სრულად განახლების შესაძლებლობა პარლამენტის თანხმობის გარეშე; უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების წესის ცვლილება;. მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადა; მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი; ქორწინების დეფინიცია  და კიდევ რამდენიმე საკითხი. ორგანიზაცია აღნიშნულ შეფასებას ვენეციის კომისიას გადაუგზავნის. ”საერთაშორისო გამჭვირვალობამ” საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებულ საბოლოო პროექტს მხარი არ დაუჭირა. 

ამავე კატეგორიაში