ევროპაში უვიზოდ 11 700 საქართველოს მოქალაქემ იმოგზაურა

02 მაისი 2017, 00:00 2742 ნახვა

აჭარიდან 300 პროცენტით გაიზარდა იმ ტურისტების რაოდენობა, რომლებიც დასასვენებლად ევროპაში მიდიან - მონაცემებს აჭარაში მოქმედი ტურისტული კომპანიები ავრცელებენ. ირაკლი თავართქილაძის განცხადებით, ბოლო ერთ თვეში გაიზარდა იმ მომხმარებლთა რაოდენობა, რომლებმაც ტურისტული პაკეტები იტალიის, საფრანგეთისა და ჩეხეთის მიმართულებით შეიძინეს. ​

მთლიანად საქართველოს მასშტაბით შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით ამ დროისთვის  11 700 მოქალაქემ ისარგებლა. აქედან, უკან არასრული დოკუმენტაციის გამო 26 მოქალაქე დააბრუნეს. 

დაარღვია თუ არა საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა ევროპაში უვიზოდ ყოფნის 90 დღიანი ვადა, ამის ანალიზი ორ თვეში გაკეთდება. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში