სალიკვიდაციო სამუშაოების გამო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ხვალ გაზის მიწოდება შეუწყდება

27 მარტი 2025, 11:16 194 ნახვა

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ქობულეთის განშტოების მაგისტრალურ გაზსადენზე არსებული პრომეთე დვაბზუს განშტოებაზე აღმოჩენილი გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოებს განახორციელებს. ინფორმაციას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 28 მარტს 12:00დან 14:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ პრომეთე დვაბზუს გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ ხსენებულ პერიოდში ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება ოზურგეთის მუნივიპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ნასაკირალი, ვაკიჯვარი, ბახვი, მშვიდობაური, ბაღდათი, ფამფალეთი.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში