დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს

26 მარტი 2025, 10:04 224 ნახვა

რამდენიმე წუთში  საქართველოს პარლამენტში საგამოძებო კომისიის რიგით მეხუთე სხდომა დაიწყება. „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა“ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე  პაატა დავითაია, მიხეილ ქარელი, გრიგოლ ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, თამაზ ბესტაევი და ზურაბ ნოღაიდელი დაიბარა.

სხდომაზე განსახილველი საკითხია 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი. პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაიამ განაცხადა, რომ მზად არის კომისიის ყველა შეკითხვას უპასუხოს. როგორ პაატა დავითაია აღნიშნავს, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში მისი დაბარება უკავშირდება ახსნა-განმარტებების მიცემას 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე შექმნილი პარლამენტის დროებითი კომისიის მუშაობაზე, რომელსაც თავად  ხელმძღვანელობდა. “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კი პარტიის წარმომადგენლები პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომებზე მონაწილეობას არ მიიღებენ, რადგან პარლამენტი და შესაბამისად კომისიაც არალეგიტიმურია. იგივე მიზეზით  გუშინ კომისიაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში