მოსკოვიდან ბათუმში, პირდაპირი ტურისტული ჩარტერული რეისით ბათუმში 172 მგზავრი ჩამოვიდა. მათ შორისაა სხვადასხვა რუსული ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები. ისინი რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან.
სტუმრები ინფო ტურებშიც მიიღებენ მონაწილეობას. გაეცნობიან საქართველოს ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას.