დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა

18 მარტი 2025, 18:01 123 ნახვა

აჭარის დასაქმების სააგენტომ ,, საზღვაო სფეროში დასაქმების ხელშეწყობის’’ ქვეპროგრამის შედეგები შეაჯამა. ქვეპროგრამის მონაწილეებმა 4 თვის განმავლობაში საზღვაო გემის მიმტანისა და ბართენდერის-იგივე ბარის მომსახურებაში პროფესიული სწავლება გაიარეს. საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად შემუშავებული სპეციალური მოკლევადიანი კურსი მოიცავდა: თეორიულ სწავლებას, ასევე საწარმოო პრაქტიკას რეალურ სამუშაო გარემოში , ამასთან პროფესიული კომპეტენციების გაღრმავებას დარგობრივი ტერმინოლოგიის შესწავლით.
ღონისძიების ფარგლებში კურსდამთავრებულებს ორენოვანი სერტიფიკატები გადაეცათ. პროექტს სააგენტო უკვე მესამე წელი ახორციელებს, დღევანდელ ღონისძიებაზე ითქვა, რომ საერთაშორისო დამსაქმებლები საკრუიზო გემის მომსახურე პერსონალით არიან დაინტერესებულები, შესაბამისად საზღვაო ინდუსტრიაში კურსდამთავრებულებისთვის ახალი კარიერული შესაძლებლობები იქმნება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში