დაკავება ხურჩაში

30 აპრილი 2017, 00:00 1997 ნახვა

სოფელ ხურჩის მცხოვრებლების ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით 52 წლის ენვერი ბერია დააკავეს.

მეზობლები ამბობენ, რომ იგი თავისავე ყანაში აიყვანეს, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ. სოფლის მცხოვრებლების ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ბერიას გასათავისუფლებლად 50 000 რუბლი მოითხოვეს.

საქართველოს მთავრობის წევრებმა მომხდარის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო საზოგადოებას უკვე მიაწოდეს, რაც მათივე განცხადებით, ამ ეტაპზე რუსეთზე რეაგირების ერთადერთი მექანიზმია.

ამავე კატეგორიაში