მკვლელობა ვაკეში

15 მარტი 2025, 14:58 455 ნახვა

თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მოკლული კაცი, მედიის ცნობით, ლევან ჯანგველაძეა, "კანონიერი ქურდის" მერაბ ჯანგველაძის (მეტსახელად "სოხუმსკის" ) ძმა, გავრცელებული ინფორმაციით მოკლული 58 წლის ბიზნესმენი საქართველოში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული და ქუჩაში დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა.
სროლის შედეგად დაიჭრა ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკიდან უკვე გაწერეს, საუბრობენ რომ დაჭრილი მოკლულის თანმხლები პირია. ჭავჭავაძის გამზირზე ცეცხლსასროლი იარაღიდან  დაახლოებით  10-მდე გასროლა იყო. ფაქტზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, მკვლელობის და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი