საგაზაფხულო გამოფენა ფიროსმანის სამხატვრო სკოლის საგამოფენო სივრცეში. 50 მხატვრის 80 - მდე ნამუშევარი ქალისა და გაზაფხულის თემატიკაზეა. ვერნისაჟი დედის დღეს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა დიდთოვლობის გამო გადაიდო და სხვადასხვა რეგიონიდან მონაწილე მხატვრები გუშინ შეიკრიბნენ. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების დათვალიერება მსურველებს 7 აპრილამდე შეეძლებათ.