ქოსოფელსა და ჩაქვისთავში ორ ობიექტს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

14 მარტი 2025, 11:52 156 ნახვა

ქედაში სოფელ ქოსოფელსა და ქობულეთში, სოფელ ჩაქვისთავში ორ ობიექტს ძეგლის სტატუსი მიენიჭა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით, ნაკაშიძეებისა  და გორჯელაძეების საცხოვრებელ სახლებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ნაკაშიძეების სახლი XIX საუკუნის პირველი ნახევრით, ხოლო გორჯელაძეების სახლი 1890-1910 წლებით თარიღდება და ტრადიციული ქართული ხალხური არქიტექტურის საინტერესო ნამუშევარს წარმოადგენს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში