მეოთხე დღეა დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მოგვარების პროცესში ჩართული არიან თავდაცვის ძალების სამხედროები.
უწყების ინფორმაციით, გურიისა და იმერეთის რეგიონებში სამხედრო მოსამსახურეები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებს ეხმარებიან. ისინი შესაბამისი ტექნიკით ასუფთავებენ სოფლებამდე და სახლებამდე მისასვლელ გზებს, მოსახლეობას აწვდიან საკვებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს.
ჯარისკაცები მოქალაქეებს სახლების სახურავების გადათოვლისა და ეზოების გაწმენდის პროცესშიც ეხმარებიან.