თავდაცვის სამინისტრო: სამხედროები დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრაში მონაწილეობენ

28 თებერვალი 2025, 09:58 102 ნახვა

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებმა მოსახლეობას ბაღდათში, სადაც ტექნიკური საშუალებებით გადაადგილება გართულებულია, საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები მიუტანეს.

სამხედროები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებს სახლების სახურავების გადათოვლისა და ეზოების გაწმენდის პროცესშიც ეხმარებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი