ე.წ. „ოცნების ქალაქში“ სახლის სახურავი ჩამოიშალა

27 თებერვალი 2025, 20:03 160 ნახვა

ხელვაჩაურში ე.წ ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებლის სახურავი ჩამოინგრა. წინასწარი ინფორმაციით, სახლში 28 ოჯახი ცხოვრობდა, რომელსაც ბათუმის მერია ქირით გაყვანის პროგრამაში ჩართავს და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანს.
შემთხვევის დროს დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი მისი მდგომარეობა სტაბილურია. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, რათა არ მოხდეს მოქალაქეების თვითნებური შესვლა. ოჯახები აქ 2012 წლიდან ცხოვრობენ. ნაწილმა საცხოვრებელი მიიღო, თუმცა გამოთავისუფლებული ბინები სხვა ოჯახებმა დაიკავეს.
აქ მაცხოვრებლებს ხელისუფლების მხრიდან ქირით გაყვანაზე შეთავაზება ჰქონდათ, თუმცა არ დათანხმდნენ. მათი ნაწილი ამ შეთავაზებაზე ახლაც უარს ამბობს. დაზარალებული ოჯახების ნაწილმა ტერიტორია უკვე დატოვა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი