მაჭუტაძეების სახლი დაიწვა ორთაბათუმში. ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. ჩვენ დავუკავშირდით ოჯახს და გვითხრეს, რომ დიდთოვლობის გამო სახანძრო სახლთან ვერ მივიდა და შენობა მთლიანად დაიწვა.
ხანძრის დროს ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვები და მოხუცები იმყოფებოდნენ. მათ გამოსვლა დროულად მოახერხეს. ოჯახის ერთ-ერთი წევრის თქმით მათ მხოლოდ მცირე დაზიანებები მიიღეს.
ხელვაჩაურის მერიაში აცხადებენ, რომ მაჭუტაძეების ოჯახი ეკომიგრანტის სტატუსით სარგებლობს და ისინი ქირით იყვნენ გაყვანილი, რასაც თავად მაჭუტაძეების ოჯახის წევრიც ადასტურებს. სოფიო ტაკიძე ამბობს, რომ ბინა სადაც ცხოვრობდნენ გაიყიდა და ამიტომ იძულებული გახდენენ დაბრუნებოდნენ სახლს, რომელიც მეწყერსაშიშ ზონაშია.
ხელვაჩაურის მერის, ზაზა დიასამიძის ინფორმაციით, ოჯახი მალე მიიღებს 4 ოთახიან გარემონტებულ ბინას. მანამ კი ხელვაჩაურის მერია და აჭარის მთავრობა დაზარალებულ ოჯახს ისევ დაეხმარება.