''თავისუფლება ირაკლის''- ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრების აქცია

28 აპრილი 2017, 00:00 3043 ნახვა

''თავისუფლება ირაკლის''- ამ სახელწოდების აქცია გამართეს ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან. ირაკლი ჩხვირკიას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ისინი ყველა უკანონო პატიმარს უცხადებენ სოლიდარობას. 

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ირაკლი გვალია ამბობს,რომ აქვს კულუარული ინფორმაცია, რომ სუსის მხრიდან დაკავებულზე განხორციელდა ზეწოლა. 

11-12 მარტის აქციის ორგანიზებაში ბრალდებულ ჩხვირკიას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში