ბათუმში, ცენტრალური მაგისტრალური მილის დაზიანების გამო, წყალმომარაგება რამდენიმე ქუჩას დღის ბოლომდე შეეზღუდა

27 თებერვალი 2025, 11:02 289 ნახვა

"ბათუმის წყლის" ინფორმაციით, თამარის დასახლების მიმართულებით წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური 1200 მმ-იანი მილი 2 ლოკაციაზე დაზიანდა. ერთ ლოკაციაზე აღდგენითი სამუშაოები უკვე დასრულებულია, ამ დროისთვის მილის სარემონტო სამუშაოები მდ. ყოროლისწყლის თავზე მიმდინარეობს. 

"აღნიშნული სამუშაოების გამო წყალმომარაგება შეეზღუდათ აეროპორტის გზატკეცილზე, ჰელიმიშის, ნიჟარაძის, ბაქოს, მაქაცარიასა და მაიაკოვსკის ქუჩებზე, მახინჯაურის დასახლებაში, ბენზეში, ბარცხანაში, წინსვლაში, ორთაბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, შესახვევებსა და ჩიხებში მცხოვრებ აბონენტებს. წყალმომარაგება დღის ბოლომდე აღდგება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი