ბათუმი სხვა რაკურსით

28 აპრილი 2017, 00:00 5894 ნახვა

ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე, აკაკი შანიძის პირველი ჩიხში მაცხოვრებლები სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებენ. მოქალაქე, ფბ მომხმარებელი იამზე მჟავანაძე, რომელი წყლით დაფარული ქუჩის ფოტოებს აქვეყნებს. 

აკაკი შანიძის პირველ შესახვევში, ჩენ მეორე დღესაც ანალოგიური სიტუაცია დაგვხდა. წყალი ქუჩაზე, რამდენიმე დღის განმავლობაში არ შრება, ადგილობრივებს და ბავშვებს კი გადაადგილება უჭირთ. 

 

ტერიტორიის კეთილმოწყობა ბათუმის მერიას ევალება, ბათუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ 2017 წლის ბიუჯეტში ამ ტერიტორიაზე სანიაღვრე არხების მოწყობაზე ან სხვა ტიპის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე თანხები არ არის გათვალისწინებული.

ჟურნალისტი: როინ გუნდაძე

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში