დიდთოვლობა გურიაში რა კეთდება დასახმარებლად

25 თებერვალი 2025, 18:03 109 ნახვა

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამისი ბრძანება პრემიერმა გამოსცა.
გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში მამაკაცი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ის მეზობელს სახლის სახურავის თოვლისგან გაწმენდაში ეხმარებოდა, რა დროსაც ბეტონის ფილა დაეცა.
უამინდობა გრძელდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, იქ ამ წუთებშიც თოვს. მუნიციპალიტეტის მერმა ჩვენთან სატელეფონო საუბარში განმარტა, რომ გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა თუმცა თოვლის მაღალი საფარიდან გამომდინარე ყველა ადგილზე ვერ ხერხდება დროულად გადაადგილება.
ალექსანდრე სარიშვილის ინფორმაციით, საჭიროებიდან გამომდინარე ელოდებიან ასევე კიდევ რამდენიმე ტექნიკას. 2000- მდე აბონენტს მათ შორის მამათის, აკეთის, ჭანჭათის, ჩოჩხათის, ღრმაღელის, ორაგვის, არჩეულის მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტრო ენერგია.
მერის თქმით, ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა უმოკლეს დროში აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება. მუნიციპალიტეტის მერის ალექსანდრე სარიშვილის ხელმძღვანელობით ადგილზე შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24 - საათიან რეჟიმში მუშაობს.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში