დავით გაბაიძე ხანდაზმულებს შეხვდა

27 აპრილი 2017, 00:00 2981 ნახვა

სოციალური პრობლემები დააყენეს ასოციაცია ”ღირსეული სიბერის” ბენეფიციარებმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან შეხვედრაზე. ხანდაზმულების ინფორმაციით,  მიუხედავად იმისა, რომ მათი საცხოვრებელი პირობები არ გაუმჯობესებულა, მათი ნაწილი სოციალურ დახმარებას  ვეღარ  იღებს.

ამ პრობლემების დეტალური განხილვისთვის დაიგეგმა სამომავლო შეხვედრა, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან. დისკუსიის მონაწილეებმა, დღესვე უმაღლესი საბჭოს საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია - “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით გაიმართა.  

ამავე კატეგორიაში