თოვა ბათუმში - გორგილაძის ქუჩაზე ხე წაიქცა 

21 თებერვალი 2025, 14:08 650 ნახვა

მეორე დღეა თოვს ბათუმში, სინოპტიკოსების პროგნოზით ზღვისპირა ქალაქში უხვი ნალექი 25 თებერვლამდე შენარჩუნდება.

ინტენსიური თოვის  შედეგად, გორგილაძის ქუჩაზე ხე წაიქცა და ერთი ავტომობილი დააზიანა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

უხვი ნალექის გამო მიმდინარეობს სანიაღვრე არხების წმენდა. ზღვისპირა ზოლში კი, თოვლისგან ხეებს ასუფთავებენ. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში