69-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ჩიკაგოელი წყვილი, 40 წუთის შუალედით, ხელი-ხელ ჩაკიდებული გარდაიცვალა. გარდაცვლილი ტერეზა და ისააკ ვატკინების ქალიშვილის თქმით, ჯერ დედა, 89 წლის ტერეზა ვატკინი გარდაიცვალა, ხოლო 91 წლის ისააკმა სუნთქვა მას შემდეგ შეწყვიტა, როცა ნათესავებმა მისი და უკვე გარდაცვლილი მეუღლის ხელები გააცალკავეს. გამოსათხოვარ სიტყვაში ქალიშვილმა თქვა, რომ „მის მშობლებს ისე ძლიერ უყვარდათ ერთმანეთი, რომ მათი დაშორება სიკვდილმაც ვერ შეძლო“.