ბათუმის აქციების მედროშე თემურ ქათამაძე 34-ე დღეა შიმშილობს. იგი რამდენიმე წუთის წინ მოინახულა ადვოკატმა, რომელიც აცხადებს, რომ დაკავებული შიმშილობას აგრძელებს.
თემურ ქათამაძეს მზია ამაღლობელმა გუშინდელ წერილში, თემურ ქათამაძესაც მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტისკენ.
დაკავებული მედროშე თბილისში, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრშია მოთავსებული. მან შიმშილობა 16 იანვარს დაიწყო მას შემდეგ, რაც ის მეორედ დააკავეს.