თბილისის საგუნდო მუსიკალური მე-7 საერთაშორისო ფესტივალი დღეს გალა კონცერტით დასრულდება. ფესტივალი ოც აპრილს დაიწყო მასში 22 გუნდი მონაწილეობს, მათ შორის არიან ბათუმის კაპელა და ბათუმის ქალთა კამერული გუნდი. გუშინ გამართულ კონცერტზე მსმენელის წინაშე ბათუმის ქალთა კამერული გუნდი 6 ნაწარმოებით წარსდგა.