ქართული დელეგაციის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ბოლო შეხვედრა ორდუს ქართული კულტურის ასოციაციაში გამართეს.
დელეგაციამ მოინახულა ფაცასა და უნიეში მცხოვრები ეთნიკური ქართველები და გაეცნენ მათ საქმიანობას. გაიმართა ორმხრივი ოფიციალური შეხვედრებიც, სადაც თურქეთ-საქართველოს კულტურულ, ეკონომიკურ და საგარეო ურთიერთობებზე ისაუბრეს.
ღონისძიებები ტრაპიზონის საკონსულოს ორგანიზებით გაიმართა. კონსულის განცხადებით, ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ რეგიონში ათი ათასობით მუჰაჯირის შთამომავალი ცხოვრობს.