საპროტესტო მსვლელობები ქვეყნის დიდ ქალაქებში - თბილისში ევროპის მოედანზე18 საათიდან ხელისუფლების მოწინააღმდეგეები შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ მოითხოვენ აქციებზე დაპატიმრებული მოქალაქეების გათავისუფლებას და ხელახალ არჩევნებს.
პოლიტიკოსები ოპოზიციიდან ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია სახალხო წინააღმდეგობა გაგრძელდეს. რადგან ახალ არჩევნებამდე ქვეყანა სწორედ ხალხის ერთიანობის და პარტნიორების ძალისხმევის შედეგად მივა. მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ პროტესტის მასშტაბურობა მცირდება, რადგან ხალხს ოპოზიციის აღარ სჯერა.