„დინამო“ ბათუმი VS „ზარია“ ლუგანსკი

13 თებერვალი 2025, 10:39 94 ნახვა

თურქეთში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფი ბათუმის „დინამო“ დღეს მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ზღვისპირელთა მეტოქე ლუგანსკის „ზარია“ იქნება. შეგახსენებთ, რომ „დინამომ“ ხუთი ამხანაგური მატჩი უკვე გამართა და ხუთივეში დამარცხდა.

„დინამოსა“ და „ზარიას“ მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და მას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ, რის გამოც დღეს ''მთავარი'' 18 საათზე ეთერში არ გავა. 

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში