საყოველთაო ჯანცაცვის პროგრამის დიფერენცირებული პაკეტები 1 მაისიდან ამოქმედდება. მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ.
პირებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1 000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს, არჩევანის საშუალება მიეცემათ, ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით ან კერძო სადაზღვევო პაკეტით.
გარდა ამისა, ამ კატეგორიის მოქალაქეებს კერძო სადაზღვევო პაკეტის ქონის მიუხედავად, დაუფინნასდებათ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, ქიმიო და ჰორმონოთრაპია. ასევე, მშობიარობა და საკეისრო კვეთა.
კერძო დაზღვევის მიუხედავად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის უფლება შეუნარჩუნდებათ მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1 000 ლარზე ნაკლებია. მათთვის ხელმისაწვდომი იქნება ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია, ასევე მშობიარობა და საკეისრო კვეთა.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა, 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის, პედაგოგებისა და შშმ პირებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების მოცულობა უცვლელი რჩება. ამასთან, მათ არ ეზღუდებათ კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება.