გაერო-ს ადამიანის უფლებების საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისის განცხადება

29 იანვარი 2025, 11:50 136 ნახვა

საქართველოში ყველა უკანონოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს, დემონსტრაციების დროს პოლიციის მიერ ძალის გამოყენება უნდა გამოიძიოს, - ამის შესახებ ანგარიშს გაეროს ადამიანის უფლებების საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს.

ანგარიში ადამიანის უფლებებში დამოუკიდებელი ექსპერტების მიერაა მომზადებული. ისინი აღნიშნავენ, რომ ამ ბრალდებების მასშტაბი და დემონსტრანტებისთვისა და მოგვიანებით დაკავებული პირებისთვის მოყენებული დაზიანებების სიმძიმე შესაძლებელია კვალიფიცირდეს როგორც წამება და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. დამოუკიდებელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საქართველოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბოლო თვეებში მომხდარი მოვლენების გამოძიება დაიწყო, თუმცა  გამოძიებას შედეგები არ დაუდია, ხოლო ბევრი დემონსტრანტი პატიმრობაში რჩება. ყველა უკანონოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს და სამედიცინო დახმარება უნდა მიეწოდოთ მათ, ვინც ამას საჭიროებს“, - ნათქვამია ანგარიშში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში