კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში სტარტაპ იდეების კონკურსი “იდეადრომი” ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, 5 გამარჯვებული სტარტაპ გუნდი გამოვლინდა. კონკურსის საპრიზო ფონდი 10 000 ლარს შეადგენდა. მეცხრე „იდეადრომის“ ძირითად თემებს ციფრულ სივრცეში კომუნიკაციის გამარტივება, ყალბი ინფორმაციისგან თავდაცვა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა წარმოადგენდა.
კონკურსი ციფრული მედიის სფეროში სტარტაპერების აღმოჩენას, მათი პროდუქტების დახვეწას, განვითარებასა და ბაზარზე ადგილის დამკვიდრებაში ხელშეწყობას ემსახურება. იდეადრომის არაერთმა მონაწილე გუნდმა, შექმნილი პროდუქტების საერთაშორისო ბაზარზე გატანა უკვე შეძლეს.