პრესკონფერენცია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში

27 იანვარი 2025, 14:58 171 ნახვა

ჟურნალისტები, რედაქტორები და მედიამენეჯერები მზია ამაღლობელის დაპატიმრებასა და საქართველოში არსებულ მედიაგარემოზე განცხადებას ავრცელებენ.

"ის ფაქტი, რომ მზია ამაღლებელი სისხლის სამართლის “ბრალდებით” დააპატიმრეს, აჩვენებს, რომ ოლიგარქის რეჟიმი მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლების დევნის ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც შეთითხნილი ბრალდებებით ჟურნალისტების ციხეში დატყვევებას გულისხმობს, როგორც ეს უკვე მოხდა ბოლო წლებში რუსეთში, ბელარუსსა და მეზობელ აზერბაიჯანში.

მოვითხოვთ სინდისის პატიმრის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას! მოვუწოდებთ ჟურნალისტთა უფლებების დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მეგობარი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ხმა აიმაღლონ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ საქართველოში ჟურნალისტების მასობრივად დევნის ფაქტებზე და დაიცვან მედიის წარმომადგენლები საქართველოში!" - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი აწერს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში