ხანძარი ბათუმში

19 იანვარი 2025, 15:17 383 ნახვა

ბათუმში, სახლი სადაც 9 ადამიანი, მათ შორის 5 არასრულწლოვანი ცხოვრობდა დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევა დღეს დილით პუშკინის ქუჩაზე მოხდა. ცეცხლს პუშკინის ქუჩიდან და სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩიდან ჯამში 7 სახანძრო სამაშველო ბრიგადა აქრობდა. მობილიზებული იყო სასწრაფო და პოლიციის ეკიპაჟებიც. 9 წევრიანს ოჯახს ბათუმის მერია ჯერ  დროებით უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფს,  მოგვიანებით კი როგორც შემთხვევის ადგილზე მისულმა მერიის წარმომადგენელმა განმარტა ოჯახს ქირით გაიყვანენ.  დღეს ადგილზე მყოფი პირები და ოჯახის წევრები საუბრობენ სახლთან მისასვლელი გზის სივიწროვეზეც, როს გამოც სახანძრო სამაშველო ავტომობილებს სახლთან მიახლოვება პუშკინის ქუჩის მხრიდან გაუჭირდათ.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში