ახალი სამოქალაქო მოძრაობა დაფუძნდა გუშინ ბათუმში, აცხადებენ რომ მათი მიზანია, ქართული ოცნების რუსულ რეჟიმისთვის არაძალადობრივი საზოგადოებრივი წინააღმდეგობის გაწევა. აღნიშნული მოძრაობა შექმნის ღია საზოგადოებრივ პლატფორმას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს, პედაგოგებს, სამეცნიერო წრეებს, სამოქალაქო ორგანიზაციების წევრებს და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, რომ გაერთიანებული ძალებით და რესურსების კონსოლიდირებით, წინააღმდეგობა გაუწიონ ქართული ოცნების ავტორიტარულ, საპოლიციო რეჟიმს და ერთად დაიცვან ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული არჩევანი.