სუფთად ევროპისკენ - დასუფთავების აქციას შუახევი და ხულოც შეუერთდა. კამპანიის ფარგლებში დასუფთავდა ბათუმი ახალციხის მაგისტრალის შუახევის მონაკვეთი, გამგეობის ეზო, სკვერი, დაბის ცენტრი და შემოგარენი, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, ისტორიული ციხეები, ტურისტულად აქტიური ადგილები, სოფლის ცენტრები, სკოლის, ბაგა-ბაღების ტერიტორიები.
აქციაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმართველობისა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები. პარალელურად დასუფთავების აქცია მიმდინარეობდა ადმინისტრაციულ ერთეულებში და სოფლებში.